რჩევები ქვებზე. ჩაკრები.
მოგესალმებით მეგობრებო.როდესაც მინერალებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ჩაკრები! ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა არის ჩაკრა? რომელს რა დანიშნულება, ფერი და სახელი აქვს? გადავწყვიტე ამ სტატიაში დეტალებში განვიხილო ყველა ჩაკრა და მათი თვისებები.
ზოგადად მიიჩნევა, რომ ჩვენი ორგანიზმი სავსეა ენერგეტიკული კვანძებით – ჩაკრებით, მაგრამ არის 7 ყველაზე მძლავრი და მნიშვნელოვანი ჩაკრა. ლიტოთერაპევტები და კრისტალოთერაპევტები ამბობენ, რომ ნებისმიერი მათგანის დაზიანება ან უმოქმედობა იწვევს არა მარტო ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ პრობლემებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. სტატიაში განვიხილავთ შვიდ მთავარ ჩაკრას და მათ ადამიანზე მოქმედებას. მიიჩნევა, რომ ჩაკრების მოქმედება უმეტეს შემთხვევაში სამ საფეხურად იყოფა. არსებობს დაბალანსებული, ზეაქტიური და დასუსტებული მდგომარეობა.სამივე საფეხურს ადამიანზე განსხვავებული მოქმედება აქვს. რა თქმა უნდა, მიზანი დაბალანსებული მდგომარეობაა. ზოგადი ცნობით ჩაკრების დაბალანსების რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებსაც თითოეული ჩაკრის განხილვაში ავღწერ.
ვიწყებ პირველი ჩაკრით.
ფუძის ჩაკრა – მულადჰარა.
პირველი ჩაკრა ყველაზე მნიშვნელოვან კვანძად მიიჩნევა, იმიტომ, რომ ის არის საფუძველი. როგორც ამბობენ, მულადჰარა გვაკავშირებს ფიზიკურ სამყაროსა და დედა ბუნებასთან. მდებარეობს ხერხემლის ძირში. მულადჰარა პასუხს აგებს ადამიანის ფიზიკურ ენერგიაზე და აღვიძებს დაცულობის გრძნობას. მკურნალების თქმით, სანამ სხვა ჩაკრებზე გადახვალთ, აუცილებელია მულადჰარას დაბალანსება, თუ შესაბამისად „დამიწებულები“ არ ხართ, თქვენ სხვა ენერგეტიკულ კვანძებზე მუშაობას ვერ შეძლებთ.
დაბალანსებული მულადჰარა
ადამიანი თავს იგრძნობს დაცულად, აღარ აქვს სხვადასხვა შიშები, ყოველდღიურობა სასიამმომვნო და შედეგიანი იქნება. არ შეგაწუხებთ ეჭვები სამყაროში თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერი საქმეს, რომელსაც ადამიანი დაიწყებს წარმატებამდე მიიყვანს, იქნება ეს ბიზნესი თუ პირადი ურთიერთობები. ადამიანი იქნება ჰარმონიაში სამყაროსთან.
ზეაქტიური მულადჰარა
ამ დროს ადამიანი გრძნობს გამუდმებულ სიბრაზეს, ყველაფერი თავს აბეზრებს, აქვს ხალხისა და მოვლენების მიმართ აგრესია, სიძუნწე და ადამიანების გაკონტროლების მოთხოვნილება მძაფრდება. ადამიანი ხდება სხვადასხვა პირებსა თუ გარემოებზე დამოკიდებული, და ვერ ეგუება ცვლილებებს.
დასუსტებული მულადჰარა
ამ შემთხვევაში ადამიანი თავს გრძნობს ეულად, ვერ ეგუება საკუთარ სხეულსა და გარეგნობას. ვერ ახერხებს კონცენტრირებასა და საკუთარი ქმედებების გაკონტროლებას. ადამიანს აქვს უმოქმედობის და უენერგიობის გამუდმებული გრძნობა, შესაძლებელი დეპრესია და სუიციდალური აზრები.
დაუბალანსებელი მულადჰარას ფიზიკური სიმფტომები: სხეულის წონის მატება/კლება, ცუდი იმუნური სისტემა, დეპრესია, სიზარმაცე, ანემია.
მულადჰარას განკურნება
როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, არსებობს რამდენიმე გზა, იმისთვის, რომ მულადჰარა განვკურნოთ და ავამუშავოთ, გთავაზობთ მათ შორის ყველაზე პოპულარულებს
ქოლოროთერაპია
ფუძის ჩაკრა ასოცირდება წითელ ფერთან, თუ დაანთებთ წითელ სანთელს, მასზე ფოკუსირდებით და ვიზუალიზაციის მეთოდით წარმოიდგენთ წითლად განათებულ მულადჰარას ეს მის გააქტიურებაში დაგეხმარებათ.
მეორე ჩაკრა – სვადიშტანა
უწოდებენ ჭიპის, საკრალურ, საიდუმლო ჩაკრას. სვადიშტანა სანსკრიტში ნიშნავს „მე-ს“ საცხოვრებელს. მიიჩნევა, რომ ეს ჩაკრა მართავს ადამიანის ფიზიკურ გამომჟღავნებას, კრეატიულობისა და შემოქმედებითი უნარს, მისი ბალანსი განსაზღვრავს თუ როგორ ვხედავთ თავს ფიზიკურ სამყაროში. სვადიშტანა საშუალებას გვაძლევს განვიცადოთ ნამდვილი მისწრაფებები და სამყარო მის სრულ ფერებში აღვიქვათ. მეორე ჩაკრა მართავს თვითშეფასებასა და ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. ის განთავსებულია ჭიპთან.
დაბალანსებული სვადიშტანა
თქვენი გრძნობები თავისუფალია. შეგიძლიათ გამოხატოთ თავი ყოველგვარი პრობლემის გარეშე! გაქვთ შესანიშნავი თვითდაჯერებულობა, იცით თქვენი ძალების შესახებ და მართავთ მას, უმკლავდებით ნებისმიერ დაბრკოლებას. არ გაქვთ პრობლემები სექუალური განხრით. გიყვართ ცხოვრება და გსურთ მისი გავლა სრულყოფილად, სავსედ, უამრავი თავგადასავლებითა და ხალისიანი განწყობით.
ზეაქტიური სვადიშტანა
ხართ ზედმეტად ემოციური, ყველაფრის მიმართ გაქვთ დაძაბული შეხედულება და მცირე დეტალზეც კი მართავთ ისტერიკებს. გაქვთ არაჯანსაღი დამოკიდებულება სხვადასხვა ადამიანების მიმართ, მიუხედავად ემოციური ხასიათისა ადვილად გაკონტროლებენ. თქვენი კუნთები მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში არიან.
დასუსტებული სვადიშტანა
შეიძლება განიცდიდეთ შიშს იმის მიმართ რაც განიჭებთ სიამოვნებას და იკრძალავდეთ ყველაფერს რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ. მცირე კრეატიულობა, სიზარმაცე, ქრონიკული დაღლილობა, მუდმივად ძილისკენ მიდრეკილება.
დაუბალანსებელი სვადიშტანას ფიზიკური სიმფტომები
ქვედა მუცლის გამუდმებული ყრუ ტკივილი, დარღვეული მენსტრუალური ციკლი, პრობლემები თირკლმებზე, რთულ შემთხვევებში უნაყოფობა, კისტა საკვერცხეებზე.
სვადიშტანას დაბალანსების მეთოდები
ქოლოროთერაპია
სვადჰისტანას ჩაკრის ფერი არის სტაფილოსფერი, როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, დაანთეთ ამ ფერის სანთლები და კონცენტრირდით მასზე, ან მუდმივად იქონიეთ თან რაიმე კაშკაშა სტაფილოსფერი.
კრისტალოთერაპია
სტაფილოსფერი სარდიონი (სერდოლიკი), ქარვა, სტაფილოსფერი კალციტი, მუქი ციტრინი, მოყვითალო მოსტაფილოსფრო იასპი, მუქი ოქროსფერი ტოპაზი, სტაფილოსფერი მზის ქვა და ა.შ.
ძოწი სტაფილოსფერი
ჰემატიტნარევი ვეფხვის თვალი
მუქი ციტრინი
ქარვა
ფლუორიტი
უნაკიტი (მეტი სტაფილოსფრით)
ოქროსფერი ტოპაზი
სტაფილოსფერი სელენიტი
სარდიონი
სტაფილოსფერი ჟადეიტი
მზის ქვა
სტაფილოსფერი კალციტი
სტაფილოსფერი ავანტურინი
ბუნება
მესამე ჩაკრა – მანიპურა
ასევე ცნობილი როგორც მზის წნულის ჩაკრა. განლაგებულია ჭიპის ზემოთ ნეკნებამდე. ის არის ჩვენი ენერგიის ცენტრი, რომელიც სასიცოცხლო ძალას მთელს სხეულს აძლევს. ის ნებისყოფის მომცემი წყაროა, შესაძლებლობა რომლითაც წარმატებას ვაღწევთ, ვიმატებთ თვითდაჯერებულობასა და შრომის უნარიანობას. ის ჩვენს ემოციურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს. მანიპურა განაგებს მომნელებელ სისტემას.
დაბალანსებული მანიპურა
თქვენ გაქვთ სრული კონტროლი ემოციებსა და ფიქრებზე, იმპულსები არ იმოქმედებენ თქვენს გადაწყვეტილებებზე. ზუსტად იცით თქვენი ადგილი და ტკბებით ცხოვრებით. გიყვართ საკუთარი თავი, აფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არიან და ხვდებით, რომ ნებისმიერი ადამიანი სამყაროს უნიკალური, განუმეორებელი ნაწილია. მზის წნულის ჩაკრა გასცემს სითბოს სხვების მიმართ და ისინიც იმავე სითბოთი გეპყრობიან თქვენ.
ზეაქტიური მანიპურა
ამ შემთხვევაში ხართ ზედმეტად კრიტიკული, ადვილად ნახულობთ ნაკლს სხვა ადამიანებში, არ იღებთ ბრალს საკუთარ თავზე, ანუ პრინციპი -„ყველა დამნაშავეა, მხოლოდ მე ვარ მართალი,“ შესაძლებელია გქონდეთ ზედმეტად ფეთქებადი ხასიათი, ან ყველაფერი თქვენი გზით უნდა ხდებოდეს, ან საერთოდ არ უნდა მოხდეს. შესაძლებელია ხშირად გეგმავდეთ, მაგრამ არასოდეს ანხორციელებდეთ ამ გეგმებს, ხდებით ვორკოჰოლიკი, არასოდეს არ კმაყოფილდებით კარგით და მუდამ უკმარისობის შეგრძნებით ცხოვრობთ.
დასუსტებული მანიპურა
ამ შემთხვევაში გაქვთ ეჭვი საკუთარი შესაძლებლობებისა და სხვების მიმართ. ზედმეტად ღელავთ იმაზე თუ რას იფიქრებენ თქვენზე, მუდამ ეჭვი გეპარებათ საკუთარ სიკარგეზე და ელით როდის გეტყვიან ადამიანები კომპლიმენტს, ამ შემთხვევაში ხდებით დამოკიდებული გარემოებზე, ადგილებსა და ადამიანებზე.
დაუბალანსებელი მანიპურას ფიზიკური სიმფტომები
წონის პრობლემები, მომნელებელი სისტემის გაუმართავობა, დიაბეტი, წყლულები, ჰიპოგლიკემია, ართრიტი, ღვიძლის პრობლემები, ანორექსია, ბულემია, რთულ შემთხვევაში სიმსივნეები.
მანიპიურას განკურნების საშუალებები
ქოლოროთერაპია
ეს ჩაკრა ასოცირდება ყვითელ ფერთან, როგორც წინა ჩაკრების შემთხვევაში ვთქვით, ყვითელი სანთლები, ნებისმიერი ყვითელი ნივთი, მზესუმზირის ყვავილის ფოტოც კი იქონიებს მანიპურაზე გავლენას.
კრისტალოთერაპია
იასპი, ვეფხვის თვალი, ციტრინი, ყვითელი ტურმალინი, ყვითელი ტოპაზი, ყვითელი კალციტი, ყვითელი იასპი. ნებისმიერი მოყვითალო ფერის ქვა.
ციტრინი
ქრიზოლიტი
ქარვა
ფლუორიტი
ტოპაზი
ოქროსფერ თმიანი კვარცი
ვეფხვის თვალი
ყვითელი აქატი.
მზის წნულის ჩაკრის ელემენტი ცეცხლია.
მეოთხე ჩაკრა – ანაჰატა
იგივე გულის ჩაკრა, რომელიც სიყვარულის, ბედნიერებისა და სიხარულის წყაროა. ის ასევე გვაგრძნობინებს სევდას, სიბრაზეს, ყველაფერს რაც ემოციებთან არის დაკავშირებული. ანაჰატა ახალგაზრდა და პოზიტიური ენერგიის ჩაკრაა. მისი მიზანია შეგვაყვაროს საკუთარი თავი სანამ შევიყვარებთ სხვებს.
დაბალანსებული ანაჰატა
თქვენ გრძნობთ დიდ სიყვარულს დედამიწის ყოველი ცოცხალი არსების მიმართ. ხართ კეთილი, მზრუნველი, მხიარული და კომუნიკაბელური, თქვენს თავთან ხართ ჰარმონიაში, არ განსჯით ან გააკრიტიკებთ სხვის შეცდომებსა და ქმედებებს. თქვენს თავთან განმარტოება არ გრთგუნავთ და ურთიერთობებს შორის პაუზა არ გაწუხებთ, პირიქით გირჩევნიათ დაიცადოთ და სწორად შეარჩიოთ ადამიანი, რომელთანაც სულიერ კავშირს იგრძნობთ.
ზეაქტიური ანაჰატა
თქვენ გმართავენ ნეგატიური ემოციები, სევდა, სიბრაზე, წუხილი, სიძუნწე. უმეტეს შემთხვევაში ვერ განიცდით სიხარულს. შესაძლებელია ადვილად იმართებოდეთ თუ ადამიანი გაგკიცხავთ და შენიშვნას მოგცემთ. თქვენი სიყვარული არის არჩევადი „მე შეგიყვარებ მაშინ როდესაც შენ გააკეთებ ამას… ან იქნები ესეთი როგორიც მე მინა…“ გეშინიათ რომ სხვები არ მიგიღებენ ისეთს როგორიც ხართ. შესაძლებელია იყოთ იქ, სადაც სულ გასცემთ მაგრამ არაფერს იღებთ. ადამიანების დაკარგვის შიშით პატიობთ ყველაფერს და მათ დანაშაულებსა თუ შეცდომებს იბრალებთ საკუთარ თავზე, იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური კუთხე.
დასუსატებული ანაჰატა
ნებისმიერ საკითხში ხართ ყოველთვის ნეგატიური, ვერ ინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას. მუდამ გგონიათ რომ არავინ გაფასებთ, არავის უყვარხართ და არავის სჭირდებით. არ გაქვთ სხვების მიმართ ნდობა, ვერ ინარჩუნებთ ხანგრძლივ ურთიერთობებს, ყველა ადამიანს აყენებთ დისტანციაზე.
დაუბალანსებელი ანაჰატას ფიზიკური სიმტომები:
გულის ტკივილი, სიხლის შესუსტებული ცირკულაცია, გამუდმებული წნევიანობა. (მაღალი ან დაბალი) უარეს შემთხვევებში გულის შეტევები.
ანაჰატას განკურნების მეთოდები
ქოლოროთერაპია
ამ ჩაკრის შემთხვევაში აზრი ორად იყოფა, არის მწვანე და ვარდისფერი. ასევე ამ ფერების ტარება, სანთლების ან ნებისმიერი დეტალის ქონა მიიჩნევა, რომ დაგეხმარებათ ანაჰატას განკურნებაში.
კრისტალოთერაპია
ვარდისფერი კვარცი, მწვანე ავანტურინი, მწვანე ტურმალინი, როდონიტი, ქრიზოპრაზი, ვარდისფერი აქატი, კუნციტი, როდოქროზიტი. ნებისმიერი მოვარდისფრო მომწვანო ქვა.
ზურმუხტი
ვარდისფერი მარჯანი
ქრიზოპრაზი
ფლუორიტი
მწვანე ტურმალინი
როდონიტი
ნეფრიტი
კუნციტი
ვარდისფერი კვარცი
მოვარდისფრო – მომწვანო აქატი
ავანტურინი
ანაჰატას ელემენტი ჰაერია.
მეხუთე ჩაკრა – ვიშუდჰა
ცნობილი როგორც ყელის ჩაკრა. ვიშუდჰა ჩვენი საუბრისა და გამოხატვის უნარის ცენტრია, მისი ბალანსი განაგებს თუ რამდენად გულწრფელები ვართ და რამდენად კარგად შეგვიძლია გარშემომყოფებისთვის საკუთარი შინაგანი სამყაროს გადმოცემა. მისი მეშვეობით ვსაუბრობთ, ვიღებთ გადაწყვეტილებებს და აღმოვაჩენთ, რომ რაც არ უნდა მცირე გადაწყვეტილება მივიღოთ მას აუცილებლად ექნება ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა. ის განლაგებულია ყელის ძირში. ცნობილია როგორც გასუფთავების ცენტრი, ამ ჩაკრის მეშვეობით ენერგია, აზრები და იდეები ხორციელდება. ვიშუდჰას ბალანსის მეშვეობით განისაზღვრება თუ რამდენად წარმატებული ან წარუმატებელია ჩვენი ქმედებები. დანაშაულის გრძნობა ადვილად „ჭედავს“ ვიშუდჰას, მიიჩნევენ, რომ მისი გაწმენდისთვის აუცილებელია ვთქვათ ის რასაც ვფიქრობთ, რაღაც დონეზე მაინც.
დაბალანსებული ვიშუდჰა:
ამ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ საკუთარი თავის გამოხატვის პრობლემა, ხართ კრეატიული, დამხმარე და შეგიძლიათ კარგი რჩევის გაცემა, თუ რა თქმა უნდა ამას გთხოვენ. იცით რა გინდათ ცხოვრებისგან და მიზნების მისაღწევად ბრძოლის არ გეშინიათ. აგრეთვე არ გერიდებათ თქვენი სისუსტისა და ნაკლოვანებებისთვის თვალში ჩახედვის და ამისთვის ადამიანები პატივს გცემენ. თქვენ მართლაც რომ თავისუფალი ადამიანი ხართ.
ზეაქტიური ვიშუდჰა
ზედმეტად თავდაჯერებული და თავზე შეყვარებული ხდებით. თქვენს გარშემო ყველას აკრიტიკებთ. შესაძლებელია ხშირად იყენებდეთ სიტყვიერ შეურაცჰყოფას. აგრეთვე ყვირით ისეთ დროსაც, როდესაც ეს საჭირო არ არის. არ აძლევთ სხვა ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას, აიძულებთ ყველას თვენი სიმართლით იარონ.
დასუსტებული ვიშუდჰა
არ შეგიძლიათ საკუთარი აზრების გამოხატვა. გარშემომყოფები ჩუმ, უცნაურ ადამიანად მიგიჩნევენ. არ შეგიძლიათ იყოთ გულწრფელები საკუთარი თავის მიმართ.
დაუბალანსებელი ვიშუდჰას ფიზიკური სიმფტომები: ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები, მშრალი ყელი, კბილებისა და ყბების პრობლემები, ტონზილიტი, ყურების გამუდმებული პრობლემები, სტომატიტი, სინუსიტი, მხრების ართრიტი, მხრებისა და ხელების ტკივილები, კისრისა და ყელის პრობლემები, სტრესი, ალკოჰოლზე, სიგარეტსა თუ ნარკოტიკზე დამოკიდებულება.
ვიშუდჰას განკურნების მეთოდები
ეს ჩაკრა ასოცირდება ცისფერთან. ცით დატკბობა, ცისფერი სანთლები, ნებისმიერი ცისფერი საგანი გაააქტიურებს ვიშუდჰას.
კრისტალოთერაპია
ლაზურიტი, ცისფერი კალციტი, კიანიტი, აკვამარინი, ფირუზი, ამაზონიტი, ქრიზოკოლა, ლარიმარი, ტანზანიტი, ცისფერი ტურმალინი, ცისფერი აქატი სოდალიტი. ნებისმიერი ცისფერი ან ლურჯი ქვა.
საფირონი
ცირკონი
კალცედონი
ფირუზი
ტოპაზი
სოდალიტი
ლაზურიტი
კალციტი
ცისფერი ბრილიანტი
აკვამარინი
აპატიტი
ამაზონიტი
აზურიტი
ლურჯი – ცისფერი ავანტურინი
ვიშუდჰას ელემენტი ეთერია, მაგრამ მას ხშირად წყალთანაც აიგივებენ, მიეცით თქვენს თავს საშუალება დატკბეს ცით, ბუნებით და შეითვისოს ეს ენერგია.
მეექვსე ჩაკრა – აჯნა
ასევე ცნობილია როგორც მესამე თვალის ჩაკრა. ეს არის ჩვენი იდეების, მიზნების, ოცნებების ცენტრი.
დაბალანსებული აჯნა
თქვენ ხართ ღია შემეცნებისთვის, გაცნობიერებული გაქვთ, რომ თავადვე ხართ თქვენი რეალობის შემქმნელი, გაქვთ ძლიერი ინტუიცია, მეხსიერება და შეგიძლიათ შეიმეცნოთ პრობლემების გარეშე.
ზეაქტიური აჯნა
ამ ემთხვევაში გაწუხებთ ხშირი თავის ტკივილები, სტრესი. ადამიანებს თქვენზე დაბლა აყენებთ და მიგაჩნიათ, რომ ყველაზე მეტი იცით.
დასუსტებული აჯნა
ამ შემთხვვევაში გიჭირთ სულიერი სამყაროს არსებობის გაგება, გაქვთ ცუდი მეხსიერება და ინტუიცია. გიჭირთ რაიმეს შესწავლა და განათლების მიღება.
დაუბალანსებელი აჯნას ფიზიკური სიმფტომები:
მხედველობის პრობლემები, სკლეროზი, უძილობა, თავის ტკივილები, დეპრესია, დამოკიდებულებები, შაკიკი, სმენის პრობლემები, ხერხემლის პრობლემები, პანიკური შეტევები, ჰორმონალური დისბალანსი, უარეს შემთხვევაში ტვინის დაავადებები და სიმსივნე.
აჯნას განკურნება
ასოცირდება ინდიგო, იისფერთან, განსაკუთრებით კარგია ამ ფერის ყვავილების სახლში გახარება, ასევე სანთლები და აქსესუარები.
კრისტალოთერაპია
იისფერი ფლურიტი, მუქი ლაზურიტი, ამეთვისტო, აკვამარინი, მთის ბროლი, იოლიტი, აზურიტი, , იისფერი ავანტურინი.
ჩაროიტი
ფლუორიტი
იასამნისფერი ჟადეიტი
იოლიტი
ამეთვისტო
მეშვიდე ჩაკრა – საჰასრარა
და აი ისიც ბოლო, მეშვიდე ჩაკრა, საჰასრარა, აგრეთვე უწოდებენ გვირგვინის ჩაკრას. ის განლაგებულია ჩვენს თავზე და როგორც პირველი ჩაკრა, მულადჰარა არის ჩვენი კავშირი დედა ბუნებასთან, საჰასრარა გვაკავშირებს შემქმნელთან.
დაბალანსებული საჰასრარა
ხართ ბრძენი, ზრუნავთ თქვენს სულიერ მესა და სხვა ადამიანების კეთილდღეობაზე.
დასუსტებული საჰასრარა
ამ შემთხვევაში თქვენ ვერ პოულობთ ცხოვრების მიზანს. ყველაფერი უაზრობად მიგაჩნიათ. გაქვთ კოორდინაციის პრობლემები, მოუქნელი ადამიანი ხართ. არ გაგაჩნიათ არანაირი სურვილი აღმოაჩინოთ თქვენი შინაგანი მე. პანიკურად გეშინიათ სიკვდილის.
ფიზიკური სიმპტომები
კუნთოვანი სისტემის დაავადებები, ქრონიკული გადაღლილობა, მგრძნობელობა სინათლისა და სხვადასხვა ხმების მიმართ.
ქოლოროთერაპია
საჰასრარას ფერია თეთრი, იასამნისფერი, მანათობელი ოქროსფერში გადასული თეთრი.
კრისტალოთერაპია
ამეთვისტო, სელენიტი, მთის ბროლი, მოლდავიტი. ნებისმიერი თეთრი ან მანათობელი ქვა.
ბრილიანტი
ჰოვლიტი
ცირკონი
მთის ბროლი
თეთრი ქალცედონი
სერაფინიტი
სელენიტი
თეთრი ჟადეიტი
ხავსიანი ოპალი
რძის ოპალი
მთვარის ქვა
კალციტი
თმიანი კვარცი
ალმასი
თეთრი აქატი
ამეთვისტო
თეთრი ავანტურინი.