ჰელიოტროპი,დაუმუშავებელი კვარცი და სვაროვსკები

75.00

🔴ანტიკურ სამყაროში ჰელიოტროპი მიიჩნეოდა დედამიწისა და სიცოცხლის ქვად. მას ხშირად მზის ქვას, მოგვიანებით ქრისტეს ქვას ეძახდნენ. ჰელიოტროპი სიძლიერის, სიცოცხლისუნარიანობის, დაბადების, ჟინისა და სიმამაცის დატვირთვას ატარებს. მიიჩნევა, რომ არის უძლიერესი დამცავი ქვა და ადამიანს ეხმარება პიროვნულ ზრდაში. ჰელიოტროპის სამკურნალო თვისებების ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინ მესოპოტამიაში სჯეროდათ. მას სისხლის პრობლემებისა და შხამის ნეიტრალირებისათვის იყენებდნენ.
ბევრ კულტურაში ჰელიოტროპს ათავსებდნენ ცივ წყალში, შემდეგ ადებდნენ დაავადებულ ადამიანს სხეულზე, რათა შეეჩერებინათ სისხლდენა ან განეკურნათ დაავადება ინფექციისგან. ამის გამო ჰელიოტროპი მებრძოლებისა და მეომრების უსაყვარლესი ქვა იყო. აგრეთვე, ის დამცავ და სიმამაცის ქვადაც ითვლებოდა. მას მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არ ინახავდნენ, მიიჩნეოდა რომ ჰელიოტროპს მისი მეპატრონის ცხოვრებაში პატივისცემა, წარმატება, სახელი და სიმდიდრე მოქონდა.

კატეგორია:

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ჰელიოტროპი,დაუმუშავებელი კვარცი და სვაროვსკები“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.