ვარდისფერი კვარცის სამაჯური
₾40.00
🔴ვარდისფერი კვარცი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კვარცის სახეობაა და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ვარდისფერ კვარცს ადამიანების ცხოვრებაში ნაზი გრძნობები და სიყვარული შემოაქვს. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ თუ ნაპოვნი გყავთ მეორე ნახევარი, ეს მინერალი მასთან ურთიერთობას გაამყარებს, ხოლო, თუ სიყვარულს ჯერ კიდევ ეძებთ, ვარდისფერი კვარცი მის პოვნაში დაგეხმარებათ.
ვარდისფერი კვარცი სატარებლად ძალიან უპრეტენზიო ქვაა. პრაქტიკულად, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა აქვს, შეუძლია ვარდისფერი კვარცი თილისმისა და სამკაულის სახით ატაროს.
ლიტოთერაპევტები ხშირად, ვარდისფერ კვარცს იყენებენ, როგორც საუკეთესო გამფილტრავს. მაგალითად, ის შეგიძლიათ მოათავსოთ წყლის გამანაწილებელში, ან ჭურჭელში საიდანაც წყალს სვამთ. ამგვარად, ის დაიმუხტება და გასუფთავდება არასასურველი მინარევებისაგან.
ასევე მიჩნევა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ძველ სახლში ცხოვრობთ ან თქვენს საცხოვრებელში დიდი რაოდენობის ელექტროგაყვანილობა და ტექნიკაა, ვარდისფერი კვარცი აურის გაწმენდასა და ცხოვრებაში სიმშვიდის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.
ზოგადად ითვლება, რომ ვარდისფერი კვარცის სახლში ქონა ძალიან დადებითად მოქმედებს მაცხოვრებლების ურთიერთობასა და ჰარმონიაზე. ეს ქვა გვავსებს სიყვარულითა და პოზიტივით.
სამკურნალო თვისებები:
ლიტოთერაპევტების თქმით, ვარდისფერი კვარცი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზემ გულისა და ტვინის მუშაობაზე. გარდა ამისა, გულთან დაკიდებული ვარდისფერი კვარცი ემოციურ სტაბილურობასა და ჰარმონიასაც განაპირობებს. ის იცავს და აღადგენს ნერვულ სისტემას.
მიიჩნევა, რომ ეს ქვა კარგია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის. ის ამშვიდებს და აწყნარებს მათ. ამიტომაც, ლიტოთერაპევტების თქმით, კარგი იქნება, თუ თქვენს შვილს ჯიბეში ვარდისფერი კვარცის ნატეხს ჩაუდებთ ან სამკაულის სახით გაუკეთებთ.
Out of stock
Reviews
There are no reviews yet.