მზის ქვა და ტიბეტური ძი ,,ვარსკვლავი”
₾70.00
⭕მიიჩნევა, რომ მზის ქვას საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა აქვს.ის იღბლის,წარმატების და სიმდიდრის მომტან ქვად ითვლება.არსებობს ცნობები,რომ მზის ქვას ვიკინგები მოგზაურობისას გზის გამკვლევად ატარებდნენ.ძველ საბერძნეთში კი მზის ღმერთის ქვად ითვლებოდა.მისი ტარება სითბოს,ხალისსა და სიყვარულს მოიტანს.ასევე ლიდერის ქვად მიიჩნევა.მზის ქვას უარყოფითი ენერგიის განდევნა და პოზიტიურად გარდაქმნა შეუძლია.
ლიტოთერაპევტები შიშებისა და ფობიების სამკურნალოდ იყენებდნენ.კარგია დეპრესიის და შფოთის მოსახსნელად.ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან.
⭕ვარსკვლავი ძი ბუნებრივი უნივერსალური კანონის სიმბოლოა, რომელიც განასახიერებს სათნოებების დაგროვებას. ამ მძივზე ვარსკვლავი შეიძლება გამოიხატოს ხუთქიმიანი ვარსკვლავის სახით ან მისგან გამომავალი სხივების წერტილით.
ეს არის საკმაოდ იშვიათი ძი. ჩვეულებრივ ძის მძივზე ვარსკვლავი გამოსახულია მზესთან და მთვარესთან ერთად. ასეთ მძივს ძი ,,სამყაროს” ან „მზე, მთვარე და ვარსკვლავი ძი“ ჰქვია და აქვს უნივერსალური ენერგიის ხარისხი.
ვარსკვლავი ძი ეხმარება სათნოების გამოვლენას და მისი მფლობელის წინსვლას სულიერი სრულყოფის გზაზე. ასევე მატერიალურ სიმდიდრეზეც მოქმედებს. ის მაგნიტივით იზიდავს ფულს. ამიტომ, ეს ძი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფულის დაგროვებაში.
თუ თქვენ გაქვთ მიზანი, მიაღწიოთ მატერიალურ კეთილდღეობას, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ძი , როგორც თქვენი თანაშემწე, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება, თუ მასთან ერთად აიღებთ ამ მიზნისკენ მიმართულ სხვა ტიბეტურ თილისმებს.
Reviews
There are no reviews yet.