ავანტურინის საყურე
₾25.00
ავანტურინი აყვავებისა და კეთილდღეობის ქვაა. ის მფლობელში ლიდერობის გრძნობას აძლიერებს.
ასევე მიიჩნევა, რომ ეს ქვა, აღვივებს შეუპოვრობას, კრეატიულობასა და ინტუიციას, ამშვიდებს გადაღლილ გონებას.
ისევე,როგორც ნებისმიერი კვარცის ოჯახის წარმომადგენელი, ავანტურინიც იცავს ადამიანს ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა და დაბინძურებული გარემოსგან.
მას ასევე ერთ-ერთ უძლიერეს იღბლისა და შესაძლებლობების ქვად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დადებითად მოქმედებს შემოსავალსა და ფინანსებზე. მისი ენერგია ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება, იქნება ეს გასაუბრება, ბიზნეს შეხვედრები, დაწინაურების შანსები თუ პირველი პაემანი.
ეს მინერალი აუმჯობესებს გონებისა და ორგანიზმის მუშაობას.
ავანტურინი ცვლილებების მოყვარული ადამიანების ქვაა.
სამკურნალო თვისებები:
ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ავანტურინი აძლიერებს მკერდუკანა ჯირკვლის მოქმედებას და კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. აბალანსებს სისხლის წნევას და აძლიერებს მეტაბოლიზმს. ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობას. ძველად ავანტურინს კანის დაავადებებისა და თავის ტკივილის დროს იყენებდნენ. ავანტურინი კარგია მეტყველების პრობლემებისას და ის ადამიანს დეპრესიისა და ნევროზის დროს ეხმარება.
არ არის მარაგში
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.