ამონიტი – მაგიური ამულეტი

(ნიჟარაში გაქვავებული ქვა)

ამონიტი ჯავშანიანი,უხერხემლოთა კლასი,თავფეხიანი მოლუსკი იყო,რომელსაც სპირალისებური ფორმა ჰქონდა.ამჟამად მათი ნახვა,ქვად ქცეული სახით არის შესაძლებელი.ასაკი დაახლოებით 250-400 მილიონი წელია.

ამონიტის ფერები განსხვავდება იმით,თუ რომელი მინერალითაა ნიჟარა გაქვავებული.

ამონიტი მხოლოდ კანადაში მოიპოვება.

ამონიტი ააქტიურებს კრეატიულობას.ის ნეგატიური ენერგიის განდევნაში დაგეხმარებათ.აძლიერებს ნებისყოფას.ამონიტის სახლში ქონის შემთხვევაში ის გაწმენდს გარემოს,მოიტანს ოჯახურ იდილიას,ჯანმრთელობას,მის წევრებს დააახლოებს ერთმანეთთან,თავიდან აცილებს კონფლიქტებს და განხეთქილებას.ამონიტს ხშირად ძილის წინ თავთან დებენ,რაც ადამიანს უძილობისას ეხმარება,ხოლო თუ მფლობელი ამონიტს სამუშაო ადგილას იქონიებს,ის წარმატების მომტანი იქნება.მისი სპირალისებური ფორმა განგრძობადობისა და ევოლუციის სიმბოლოა,რაც მფლობელში სიცოცხლის ენერგიას აძლიერებს.

ამონიტი ფასდაუდებელ ქვად ითვლება უძველესი დროიდან დღემდე.

შავი ონიქსი

ფერიშავი, თეთრი.

ონიქსი შავთეთრი, გვირგვინიანი აქატია (ქალცედონი კვარცი). ზოგიერთი ონიქსის ნაირსახეობა ფერში განსხვავდება, მაგალითად სარდ-ონიქსი, რომელიც უფრო მოყავისფრო ფერისაა.ასევე არსებობს მოყვითალო ფერის ონიქსი, რომელსაც უმეტესად მოსაპირკეთებელ მასალად იყენებენ. ონიქსი სახელს ბერძნული სიტყვა “onux”-იდან იღებს, რაც თარგმანში ფრჩხილს ნიშნავს.

  ონიქსი ფუძის ჩაკრასთან ასოცირდება, რის გამოც მიიჩნევა, რომ ცხოვრებაში სიმყარის და გამბედაობის მომტანია, ასევე ითვლება,რომ გაგიღვიძებთ ენერგიას და შემართებას. არის ერთ-ერთი უძლიერესი დამცავი ქვა. უძველესი დროიდან ონიქსი თავის გასაკონტროლებად გამოიყენებოდა. ონიქსის ქონა ადამიანს გააძლიერებს და უფრო მიზანმიმართულს გახდის.

 ხშირად ამ ქვას საქმიანი მოლაპარაკებების დროს იყენებენ. მფლობელს ის დაწყებული საქმეების დასრულებაში ეხმარება.

 სხვადასხვა კულტურებში მიიჩნევა, რომ ონიქსის ამულეტი ადამიანს ნაადრევი სიკვდილისგან იცავს, ამიტომაც მას ხშირად ატარებენ ისეთი ადამიანები, ვისაც სახიფათო სამუშაო აქვთ.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ ონიქსი დადებითად მოქმედებს ძვლებისა და სახსრების გასამაგრებლად. თუ გაქვთ მოძრაობის და ჭარბი წონის პრობლემები, ეს ქვა მათ მოგვარებაში დაგეხმარებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *