ა ქ ა ტ ი

ქიმიური ფორმულა – SiO2

ფერი – ჭრელი

აქატი ქალცედონის ნაირსახეობების ჯგუფის წარმომადგენელია. ოფიციალურად ის ქრისტეს შობამდე III – IV საუკუნეში აღმოაჩინეს. მისი სახელწოდება „Achetes River“-იდან (სიცილიიდან) მოდის, სადაც ეს მინერალი პირველად იპოვეს.

აქატი თითქმის ყველა ფერში გვხვდება, უმეტესად ზოლებით. მას დედამიწის ცისარტყელასაც ეძახიან.

მოპოვების ადგილები

აქატი მთელს მსოფლიოში მოიპოვება, განსაკუთრებულად უხვი საბადოები ბრაზილიაში, ბურმაში, არგენტინაში, ინდოეთში, ავსტრალიასა და აშშ-შია.ის ჩვენს სამშობლოშიც მოიპოვება.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, აქატი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და არაპრეტენზიული ქვაა. ის იცავს მფლობელის სახლს, ურთიერთობებს და ენერგეტიკას. მისი დადებითი თვისებების გამო აქატს ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ქვად მიიჩნევენ.

აქატის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად მისი ბალანსის მომტანი ენერგეტიკა მიიჩნევა. როგორც ამბობენ, მას ადამიანის ცხოვრებაში შემართება, მიზანმიმართულობა და სიმამაცე მოაქვს. ძველად აქატს წყალში ათავსებდნენ, რადგანაც მიაჩნდათ, რომ მას წყლის გაწმენდა შეეძლო.

მიიჩნევა, რომ აქატს კრეატიულობის და ინტელექტის გაძლიერება შეუძლია, ამიტომაც აქატი არტისტების და მეცნიერების ქვაა.

გარდა საერთო ენერგეტიკისა, აქატს აქვს ბევრი ფერი და ნაირსახეობები, რომლებიც თავისთავად საკუთარ თვისებებსაც ატარებენ.

ცისფერი აქატი

ცისფერი აქატი ასოცირდება მეხუთე ჩაკრასთან. ადამიანს ეხმარება სიმართლის თქმაში. ის ერთერთი საუკეთესო ქვაა ადამიანის ფეთქებადი ხასიათის დასასტაბილურებლად. მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში სიხარული, კონცენტრაცია, აძლიერებს ნებისყოფას. ლიტოთერაპევტების თქმით აქატი კურნავს ნერვულ სისტემასა და სითხის ცირკულაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

შავი აქატი

ეზოთერიკოსების მტკიცებით შავი აქატი განსაკუთრებულად ძლიერი დამცავი ქვაა. მას დამამშვიდებელი ენერგეტიკაც გააჩნია. ის ადამიანს შინაგან სიძლიერეს და მიზანმიმართულობას უძლიერებს. ფიზიკური განხრით შავი აგატი გამოიყენება ძვლებისა და სახსრების პრობლემებისას. ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან.

მწვანე აქატი

როგორც ამბობენ, მწვანე აქატი ადამიანის ნებისყოფაზე მოქმედებს. მას მოაქვს იღბალი და ბედნიერება. ძველად მიიჩნევდნენ, რომ მწვანე აქატის მფლობელს ადამიანებში ტყუილისა და სიმართლის მარტივად გარჩევა შეეძლოთ. ასოცირდება გულის ჩაკრასთან.

ნაცრისფერი აქატი

ნაცრისფერი აქატი ცნობილია, როგორც ბალანსის ქვა. ის გაფანტულ ადამიანებს ამიწებს და გაუწონასწორებელ ენერგიას ასტაბილურებს. ნაცრისფერი აქატი ადამიანს საკუთარი თავის სიყვარულს ასწავლის, უღვიძებს თვითშეფასების გრძნობას და ეხმარება ცხოვრებაში ადგილი დაიმკვიდროს. აძლიერებს კონცენტრირების უნარს.

თეთრი აქატი

თეთრი აქატი განსაკუთრებულად სუფთა ენერგეტიკის მატარებელი ქვაა. მას უმეტესად მედიტაციისთვის, ლოცვისთვის და კონცენტრაციისთვის იყენებენ. თეთრი აგატი ადამიანს კონცენტრაციას და სიმშვიდის გრძნობას უძლიერებს.

წითელი აქატი

წითელი აქატი დამცავი ქვაა. ის მფლობელს ნეგატიური ენერგიებისგან იცავს. ასოცირდება პირველ და მეორე ჩაკრასთან. მფლობელს შრომისმოყვარეობას, გამძლეობას და ნებისყოფას უძლიერებს. როგორც ამბობენ წითელი აქატი, ადამიანს, სტრესულ სიტუაციებში ეხმარება, რომ იყოს გაწონასწორებული და მშვიდი.

ხშირად წითელ აქატს და სარდიონს ერთმანეთში ურევენ, ფერისა და სტრუქტურის მსგავსების გამო.

ყვითელი აქატი

ყვითელი აქატი ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან და აძლიერებს ადამიანის შინაგან შესაძლებლობებს, როგორიცაა, შემართება, სიცოცხლისუნარიანობა, ცხოვრების სიყვარული, თავდაჯერებულობა, კომუნიკაბელურობა და პოზიტიურობა. ფიზიკური განხრით ლიტოთერაპევტები ამბობენ, რომ ყვითელი აქატი კარგია მომნელებელი სისტემისთვის, მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად, კანისთვის და ალერგიების საწინააღმდეგოდ.

ვარდისფერი აქატი

გამოიყენება მეოთხე ჩაკრაზე, ამშვიდებს ფეთქებად ადამიანს, აღვიძებს მასში ოპტიმიზმს, მეგობრულობას. ეხმარება ადამიანს გამოუვალ მდგომარეობებში. მფლობელს, ახალი ნაბიჯების გადადგმისა და დოგმების დაძლევის ბიძგს უძლიერებს.

ბოცვანის აქატი

გამოიყენება მეორე ჩაკრაზე, კარგია ემოციური ბალანსისთვის, წონასწორობისთვის და თავდაჯერებულობისთვის. ლიტოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ ბოცვანის აქატი კარგია რეპროდუქციული ორგანოების დაავადებებისას და ორსულებისთვის.

ბოცვანური იასამნისფერი აქატი

გამოიყენება მეექვსე ჩაკრაზე. ეხმარება მფლობელს დაინახოს პრობლემატური საკითხები სხვა ადამიანის თვალით.მიიჩნევა, რომ ბავშვების ძლიერი დამცავია. იცავს ბავშვებს დაავადებებისგან და ეხმარება მათ მალე გამოჯანმრთელდნენ. როგორც ლიტოთერაპევტები ამბობენ, განსაკუთრებულად კარგია მოზარდებისთვის, რადგანაც ამ ქვის დახმარებით, ისინი ადვილად მოახერხებენ დამალული ნიჭის და სწორი მისწრაფებების აღმოჩენას.

ხის აქატი

გამოიყენება პირველ და მეოთხე ჩაკრაზე. მფლობელს უძლიერებს ბუნებასთან კომუნიკაციის უნარს. ამიწებს დაბნეულ ადამიანს. აღვივებს ინტუიციასა და ინტელექტის ზრდას.

დრაკონის თვალი აქატი

გამოიყენება პირველ ან მეორე ჩაკრაზე. ადამიანში აძლიერებს ცეცხლის სტიქიას. მფლობელს აძლევს ენერგიას და ახლის ქმნის სურვილს.

ცეცხლოვანი აქატი

ერთ-ერთი უიშვიათესი აქატის სახეობა. გამოიყენება პირველ და მეორე ჩაკრაზე, სხვადასხვა შემთხვევებში მესამეზეც. აძლიერებს ნებისყოფასა და სიცოცხლისუნარიანობას. მიიჩნევა, რომ მას მფლობელის ცხოვრებაში მოაქვს სხვადასხვა საინტერესო შესაძლებლობები.

ხავსიანი აქატი

გამოიყენება პირველ და მეოთხე ჩაკრაზე. მფლობელს ეხმარება ბუნებასთან კონტატში. მისი ენერგეტიკა წააგავს ხის აქატისას, მაგრამ არის განსხვავებებიც. არბილებს და ამშვიდებს გაუწონასწორებელ ადამიანებს. ხშირად იყენებენ ინტუიციისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

შივას თვალი აქატი

ასოცირდება მეექვსე ჩაკრასთან. ეზოთერიკოსები ამ ქვას ხშირად მიმართავენ ლოცვის ან მედიტაციის გასაძლიერებლად. ასევე კარმული ბლოკების მოსახსნელად, ინტუიციისა და წინასწარმეტყველური ნიჭის გასაღრმავებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.