ვეფხვის თვალი

ხსნის დაღლილობას და გაღიზიანებას, აძლიერებს კონცენტრაციას, ეხმარება ადამიანს ჯანსაღი აზრის შენარჩუნებაში.

ძველად ეს ქვა ცნობილი იყო, როგორც თვალის დაავადებების პრევენციის საშუალება.

ის იცვას თვალის ცემისგან, სწორედ ამიტომ ძველ ინდოეთში დედები შვილის ტანსაცმელში აკერებდნენ ვეფხვის თვალს.

ეს ქვა ადამინს აძლევს უნარს არსებულ პრობლემებს უფრო კრეატიულად მიუდგეს და განმუხტოს დაძაბულობა.

ძველად ითვლებიდა, რომ მას მეფეებისთვის წარმატება მოაქვს და მათ ეხმარებოდა სირთულეების დადებითად გადაწყვეტაში. რომაელ მეომრებს სჯეროდათ, რომ მათ ეს ქვა ხელშეუხებლებს ხდიდა, აკეთებდნენ ამ ქვისგან თილისმებს და კიდებდნენ ტყავზე ან იკიდებდნენ მკერდზე.

აკეთებდნენ ასევე მძივებს მოსართავად, სამაჯურებს, რომლებსაც მოჰქონდა წარმატება.

ეს ქვა დაკავშირებულია მიწის ენერგიასთან, სიცოცხლის მომცემი და დამცავი ძალებით, პროგრესით და განვითარებით, ზომიერებით და მიზიდულობით.

ვეფხვის თვალი ეხმარება ორგანიზმს გაწმენდაში, ზომაზე მეტი საკვების მიღების დროს. ანვითარებს გონებამახვილურ შესაძლებლობებს და მოაქვს წარმატება.

სამკურნალო თვისებები:

ხალხურ მედიცინაში ვეფხვის თვალი გამოიყენება ორგანიზმის აღდგენა-რეაბილიტაციის მხრივ პოსტ ოპერაციულ პაციენტებში. ბევრი მკურნალი ურჩევს პაციენტებს დაავდებათა პრევენციის მიზნით ატარონ ეს ქვა. ითვლება, რომ ქვა ეხმარება ჰიპერტონულ პაციენტებს წნევის დაბალანსებაში, იხმარება ასევე უძილობის და კოშმარების დროს. ლითოთერაპევტები ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებს ურჩევენ, დაიდონ დაზიანებულ ადგილას, ამით შესაძლებელია უფრო სწრაფად გადავიდეს გამწვავება რემისიულ სტადიაში. ეს ქვა ამცირებს ბონქიალური ასთმის სიმწვავეს. ხალხური მედიცინის მიმდევრები ვეფხვის თვალით ძვალ-სახსროვან დაავადებებსაც კურნავენ.

მაგიური თვისებები:

მაგიური თვისებებით ვეფხვის თვალი ცნობილი იყო ოდითგანვე. ითველბოდა მზის ქვად, იყენებდნენ ბოროტი სულების, ჯადოს და თვალის ცემისგან თავდასაცავად. ბევრი ქვეყნებში მეომრებს ეკეთათ ეს ქვა და თვლიდნენ, რომ ის იცავდა მათ დაჭრისაგან და სიკვდილისაგან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *