ლაბრადორიტი

ლაბრადორიტს, სახელი “ლაბრადორის” – კანადაში მდებარე რეგიონის საპატივცემულოდ დაერქვა. ეს მინერალი ამ ტერიტორიაზე 1770 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ ლაბრადორიტი

ლაბრადორიტის ოპტიკური ეფექტი იმდენად უნიკალურია, რომ მას სახელი “ლაბრადორესენსი” დაერქვა. სწორედ ამის გამო ლაბრადორიტის გაყალბება შეუძლებელია. სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას ლაბრადორი სხვადასხვა ფრად კაშკაშებს, ფერი შეიძლება ღია ცისფერიდან მუქ იისფრამდე მერყეობდეს.

მოპოვების ადგილები

ლაბრადორიტი კანადაში აღმოაჩინეს და ის დღემდე, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომწოდებლად რჩება. ამის გარდა ლაბრადორიტის პოვნა შესაძლებელია ავსტრალიაში, მადაგასკარზე, მექსიკაში, ნორვეგიაში, რუსეთსა და აშ.შ-ში.

თვისებები

მინერალების სამყაროში ლაბრადორიტი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დამცავ ქვად მიიჩნევა. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ლაბრადორიტის ტარებისას, მფლობელის მიძინებული ძალები და ტალანტები იღვიძებს. ეს ულამაზესი ქვა აძლიერებს იმუნიტეტსა და ინტუიციას. სამუშაოს დროს, მფლობელს ეხმარება მოიკრიბოს კონცენტრაცია და სხვადასხვა ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს;

ლაბრადორიტი ამშვიდებს გადაღლილ გონებას და ადამიანს კრეატიულ მხარეს უვითარებს. სწორედ ამიტომ, ამ ქვას ხშირად იყენებენ მუსიკოსები, რეჟისორები, მსახიობები, ორატორები და დიზაინერები;

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ლაბრადორიტი ხელს უწყობს ორგანიზმის გამყარებას, ზოგიერთი მკურნალი თვლის, რომ ეს მინერალი ამსუბუქებს ხერხემლის ტკივილებს, აუმჯობესებს ძილს. ასოცირდება ყელის ჩაკრასთან (ვიშუდჰა).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *