მალაქიტი

კონტაქტების, დიპლომატიის, საზოგადოებრივი აღიარების თილისმა.

მალაქიტი ასევე დიპლომატიის მინერალია. ის უწყობს ხელს ურთიერთობებში მეტი სირბილის შეტანას. არიგებს დაპირისპირებულ მხარეებს და აადვილებს ურთერთბებს.  ასევე სულიერ ჰარმონიას და წონასწორობას აძლევს ადამიანებს.

ეს მინერალი ასევე იდეალურია ხელოვანი ადამიანებისთვის. ის ხელს უწყობს საზოგადოებრივ აღიარებას, წარმატებულია მწერლებისთვის, მხატვრებისთვის და მსახიობებისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვის ვინც საზოგადოებრივ აღიარებას ელის. მალაქიტის მფლობელი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნება.

 ვინც კონტაქტების სიმცირეს, ურთიერთობებში სირთულეს განიცდის, მათთვის დიდ დახმარებას გასწევს მალაქიტი. ეს მინერალი აადვილებს კონტაქტურობას, ათბობს ურთიერთობებს საზოგადოებასთან. ასევე საჭირო კონტაქტების დამყარებაში ეხმარება მფლობელს .  ცნობილია, რომ მალაქიტი იზიდავს უამრავ ადამიანებს მფლობელის ცხოვრებაში. მათთვის, ვინც საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობს ან პირიქით, ჩაკეტილია და არ აქვს კონტაქტები ხალხთან ორივე შემთხვევაში დაეხმარება მათ. პირველ შემთხვევაში შეუნარჩუნებს და გააუმჯობესებს ადამიანებთან ურთიერთბას, მეორე შემთხვევაში კი მოუზიდავს ახალ ნაცნობებს, რომელიც ჩართავენ საზოგადოებრივ საქმიანობაში მფლობელს.

ის ასევე საპირისპირო სქესის მისაზიდან იდეალური დამხმარეა. სექსუალურობას და შარმს ანიჭებს მფლობელს და იმდენად ძიერად იზიდავს საპირისპირო სქესს, რომ ზოგჯერ  ქალებს ყურადღებაც მართებთ.

🔻სამკურნალო თვისებები:

მალაქიტი დადებითად მოქმედებს მომნელებელ სისტემაზე, საუკეთესო დაცვაა მოწამვლისგან. ასევე იდეალურია კანის დაავადებების დროს, ალერგიული რეაქციებისას.   მალაქიტი გამოიყენება  ბრონქიალური ასთმისას, მხედველობის პრობლემების დროს  და რევმატიზმისას.

🔻პირველ რიგში მალაქიტი სასწორის ზოდიაქოს თილისმად მიიჩნევა. მათ ის მომხლიბვლელობას ანიჭებს და მჭერმეტყველობას სძენს. კირჩხიბისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის არ არის რეკომენდირებული მალაქიტის ხშირად ტარება, თუმცა პირადი რუკის მონაცემები უფრო დეტალურ ინფორმაციას იძლევა ამ შემთხვევაში.

ლომის ზოდიაქოს ნიშანს ანიჭებს დიპლომატიის უნარს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *