ჰელიოტროპი

 ქალცედონის ნახევრად გამჭირვალე ნაირსახეობაა. მას აქვს მუქი მწვანე ფერი, უმეტესად წითელი წიწკლებით, ფერის გამო ხშირად „სისხლის ქვას“ ან „სისხლიან იასპს“ ეძახიან. 

ქრისტიანულ რელიგიას ჰელიოტროპის გამოყენების დიდი ისტორია აქვს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევრად ძვირფასი ქვა, რომელიც არაერთხელაა ნახსენები წმინდა წერილებში. არსებობს ლეგენდა, რომ ჰელიოტროპი ჯვარცმისას, იესო ქრისტეს სისხლისგან არის შექმნილი. ძველ დროში ჰელიოტროპს „წამებულის ქვასაც“ ეძახდნენ,.

მოპოვების ადგილები

ჰელიოტროპის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ინდოეთი, მადაგასკარი, კალიფორნია (ა.შ.შ), ავსტრალია, გერმანია, ბრაზილია და ჩინეთი.

თვისებები

ანტიკურ სამყაროში ჰელიოტროპი მიიჩნეოდა დედამიწისა და სიცოცხლის ქვად. მას ხშირად მზის ქვას, მოგვიანებით ქრისტეს ქვას ეძახდნენ.ჰელიოტროპი სიძლიერის, სიცოცხლისუნარიანობის, დაბადების, ჟინის, და სიმამაცის ენერგიას ატარებს. მიიჩნევა, რომ არის უძლიერესი დამცავი ქვა და ადამიანს ეხმარება პიროვნულ ზრდაში. ჰელიოტროპის სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინ მესოპოტამიაში იცოდნენ. მას სისხლის პრობლემებისა და დეტოქსიკაციისთვის იყენებდნენ.

ბევრ კულტურაში ჰელიოტროპს ათავსებდნენ ცივ წყალში, შემდეგ ადებდნენ დაავადებულ ადამიანს სხეულზე, რათა შეეჩერებინათ სისხლდენა ან განეკურნათ დაავადება ინფექციისგან. ამ ეფექტის გამო ჰელიოტროპი მებრძოლებისა და მეომრების უსაყვარლესი ქვა იყო. აგრეთვე, ის დამცავ და სიმამაცის ქვადაც ითვლებოდა. მას მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არ ინახავდნენ, მიიჩნევა, რომ ჰელიოტროპს მისი მეპატრონის ცხოვრებაში პატივისცემა, წარმატება, სახელი და სიმდიდრე მოაქვს. ის მფლობელს თვალთმაქცობისა და მოტყუებისგან იცავს. ადამიანს ეხმარება მტრების დამარცხებაში. ნეგატიურ ენერგიას გარდაქმნის პოზიტიურად.

სამკურნალო თვისებები

ძველად მიწის, ჰელიოტროპის ფხვნილისა და თაფლის ნაზავი სიმსივნეების, სისხლჩაქცევებისა და შხამიანი ნაკბენების (გველი, სხვადასხვა მწერი) განსაკურნად გამოიყენებოდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჰელიოტროპის ყურება თვალის დაავადებებისგან იცავს. გამოიყენება პირველ, ფუძის ჩაკრაზე (მულადჰარა). აძლიერებს იმუნურ სისტემას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *