აქვამარინის საყურე

25.00

🔴აქვამარინი.
ამბობენ, რომ აქვამარინს ოკეანის ენერგია აქვს, რითიც ის მფლობელს ბუნებასთან დაახლოებაში ეხმარება.

უძველეს დროში მეზღვაურებს აქვამარინი მუდამ თან დაჰქონდათ, რათა მათი მოგზაურობა და თავგადასავლები უსაფრთხო ყოფილიყო. იმასაც ამბობენ, რომ აქვამარინი, შტორმის მოახლოებისას ფერს იცვლიდა.

როგორც ლიტოთერაპევტები გვეუბნებიან, აქვამარინის დამამშვიდებელი ენერგეტიკა განსაკუთრებით კარგია შიშებისა და ფობიების დასაძლევად. ის გამბედაობისა და დამცავ ქვადაც მიიჩნევა.

მიიჩნევა, რომ მისი დახმარებით ადამიანს შეუძლია დაძლიოს კომპლექსები. აქვამარინი ხსნის კომუნიკაციის პრობლემებს.

ამ ულამაზეს ცისფერ ქვას, კონცენტრაციის გასაძლიერებლადაც იყენებენ. კარგია სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისა და ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც საქმეზე კონცენტრირება სჭირდება.

ლეგენდების თანახმად, აქვამარინი გეხმარებათ ახლის შემეცნებაში, ზრდის ინტელექტს და ცოდნის შეძენის წყურვილს, მისი დახმარებით სწრაფად იაზროვნებთ და მიიღებთ გადაწყვეტილებებს. აქვამარინი ამშვიდებს ზედმეტად კრიტიკულ და განკიცხვის მოყვარულ ადამიანებს.

სამკურნალო თვისებები:

ლიტოთერაპევტები აქვამარინს ყელის დაავადებების, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის განსაკურნად იყენებენ. ასევე, გამოიყენება ღვიძლის პრობლემებისას. კარგია ალერგიული ადამიანებისთვის. ის ამშვიდებს ზედმეტად აქტიურ იმუნურ სისტემას.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “აქვამარინის საყურე”

Your email address will not be published. Required fields are marked *